понедельник, 11 февраля 2013 г.

წარმატება – ეს უფრო მეტია, ვიდრე საბანკო ანგარიში


„ნუ აიღებთ სამომხმარებლო კრედიტს“ - რჩევა პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანისგან
გთავაზობთ მე–20 საუკუნის ყველაზე წარმატებული ინვესტორისა და მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის ბიზნეს–გამარჯვებების საიდუმლოს.  
„რაც უფრო მეტს გასცემ, მით მეტს იღებ“ – ეს უორენ ბაფეტის ცხოვრების მთავარი პრინციპია. 

არაუზრუნველყოფილი ფულის ეპოქა


 აშშ–ში „ოქროს სტანდარტის“ დაბრუნებაზე ფიქრობენ 

რესპუბლიკელების პროექტი, რომელიც მომავალ კვირას უნდა იქნას მიღებული კონგრესში, შეიცავს პუნქტს, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს ფედერალური სარეზერვო სისტემის აუდიტი და შეიქმნას ე.წ. „ოქროს კომისია“. აღნიშნული კომისია გადახედავს საკითხს ოქროსა და დოლარს შორის კავშირის აღდგენაზე – იუწყება გავლენიანი გამოცემა Financial Times–ი.

10 მცდარი ცნება, რომლებსაც ბიზნეს–სკოლებში ასწავლიან


„ბიზნესში მაგისტრის ხარისხი ჯანსაღ აზროვნებას ვერასდროს ჩაანაცვლებს“

„სრულყოფილ მენეჯერობამდე მხოლოდ პრაქტიკას მივყავართ“

 სკოლებში და უნივერსიტეტებში ხშირად საუბრობენ, რომ საშუალო განათლების მქონე პირებში უმუშევრობოს დონე 14%–ს აჭარბებს, ხოლო უმაღლესი განათლების მქონე პირებში ეს მაჩვენებელი 4%–ს არ ცდება.ასევე ამბობენ, რომ განათლებაში ინვესტირება საუკეთესო მეთოდია უკეთესი მომავლის შესაქმნელად და რაც მეტ დიპლომს ფლობ, მით უკეთესია. ანუ თუ თქვენ ბაკალავრის ხარისხის მიღება შეძელით, მაგისტრის ხარისხით, ზოგადად რომ ვთქვათ, კიდევ უფრო ჭკვიანი იქნებით.დღეისათვის, მაგისტრის ხარისხის მიღება ყველა სფეროშია შესაძლებელი, მაგრამ უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მომავალში შემოსავლების გაზრდის საუკეთესო გზა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის (MBA) მოპოვებაა. მსოფლიოში ბიზნეს–სკოლების და იქ მოსახვედრი მოსამზადებელი ცენტრების მთელი ინდუსტრიაა შექმნილი.

ვის სჭირდება ფინანსური ამნისტია


რატომ დგება დღის წესრიგში ფინანსური ამნისტია მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ

1 ოქტომბის არჩევნების შემდეგ, რაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა, სიტყვა “ამნისტია” ერთ-ერთია იმ სიტყვებს შორის, რომელიც ყველაზე ხშირად გვესმის, სხვადასხვა კონტექსტით. კონტექსტის მიხედვით განსხვავებულია ძველი და ახალი მთავრობის პოზიციებიც. კერძოდ, მსჯავრდებულების ამნისტია ყოვლად მიუღებელია ყოფილი მმართველი ძალისთვის და პირიქით, მისაღებია ახალი გუნდისთვის, ხოლო ე.წ. “ფინანსური ამნისტია”, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივაა, “ოცნების” მთავრობისთვის მიუღებელია, “ნაციონალები” კი მასში ბიზნესის შვებას და ეკონომიკის სტიმულირებას ხედავენ.