2010 წელს ეროვნულმა
ბანკმა ქვეყანაში ეკონომიკური გარემოს სტაბილიზაციის მიზნით ლარიზაციის პოლიტიკა, ანუ
სხვაგვარად რომ ვთქვათ დედოლარიზაცია დაიწყო. დოლარიზაციის მაღალი დონე გარდამავალი
ეკენომიკების ქვეყნების სენია, ვინაიდან არასტაბილურობის გამო შიდა რყევები და ასევე
გარეგანი რყევების ზემოქმედების ხარისხი მაღალია, რის გამოც ადგილობრივი ვალუტა ნდობას
კარგავს და მიდრეკილება უცხოური ვალუტისადმი იზრდება. დოლარიზაციასთან ბრძოლის ერთადერთი
მთავარი მიმართულება ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობის განმტკიცებაა. თუმცა, სხვა საკითხია
რამდენად რეალურია ამ ნდობის ფორმირება. მაგალითისთვის თუნდაც ლარის დოლარის მიმართ
ბოლოდროინდელი გაუფასურება კმარა, რომელიც ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის ხარისხზე
ნეგატიურად აისახება. ამდენად, მნიშვნელოვანია ლარის კურსის მკვეთრი რყევები, რომელსაც
წარსულში ხშირად ქონდა ადგილი, თავიდან იქნას აცილებული.
пятница, 20 июня 2014 г.
კაიმანის კუნძულები "იხსნება"
ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ოფშორული ზონა – კაიმანის კუნძულები, ზონაში რეგისტრირებული დახურული კომპანიების და მათი დირექტორების შესახებ ინფორმაციის განსაჯაროებას გეგმავს. ამის შესახებ ადგილობრივი სავალუტო რეგულატორი CIMA (The Cayman islands monetary authority) ჰეჯ-ფონდების მიმართ გაგზავნილ წერილში წერს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)