понедельник, 23 февраля 2015 г.

როგორ „ამყარებდნენ“ „ნაციონალები“ ლარს და როგორ „აუფასურებს“ „ოცნება“

ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის 75% 2006-2012 წლებში იქნა აღებული

ლარის კურსი - ფრაზა, რომელსაც პროფესიის მიუხედავად ყველა ყველაზე ხშირად ახსენებს. თუმცა, როდესაც ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 20%-ზე მეტად იცვლება და როდესაც მკვეთრი ცვლილებები რამდენიმე დღეში ხდება, ამგვარი დაინტერესება და საკითხის ამგვარი აქტუალობა სრულიად ბუნებრივია.
ყველაზე ხშირად ლარის კურსის ცვლილების მიზეზებზე და პროგნოზებზეა საუბარი. თუმცა ორივე ამ მიმართულებით ბუნდოვანება საკმაოდ დიდია. გამომდინარე იქედან, რომ ლარის დოლართან მიმართებაში დაცემის უამრაი მიზეზი სახელდება, რომლებიც ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რთულია ერთმნიშვნელოვნი პასუხის გაცემა, თუ რამ გააუფასურა ლარი. არანაკლები ბუნდოვანებაა პროგნოზების მიმართულებითაც, კურსის პროგნოზირებას ახალი სტატისტიკა ჭირდება, საგადასახდელო ბალანსის უახლესი სტატისტიკა, რომელიც ლარის კურსის ცვლილების ფუნდამენტურ ფაქტორების გაანალიზების საშუალებას იძლევა, ჯერ მხოლოდ გასული წლის მესამე კვარტალის სურათს ასახავს.

пятница, 20 июня 2014 г.

ლარი VS დოლარი


2010 წელს ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში ეკონომიკური გარემოს სტაბილიზაციის მიზნით ლარიზაციის პოლიტიკა, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ დედოლარიზაცია დაიწყო. დოლარიზაციის მაღალი დონე გარდამავალი ეკენომიკების ქვეყნების სენია, ვინაიდან არასტაბილურობის გამო შიდა რყევები და ასევე გარეგანი რყევების ზემოქმედების ხარისხი მაღალია, რის გამოც ადგილობრივი ვალუტა ნდობას კარგავს და მიდრეკილება უცხოური ვალუტისადმი იზრდება. დოლარიზაციასთან ბრძოლის ერთადერთი მთავარი მიმართულება ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობის განმტკიცებაა. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად რეალურია ამ ნდობის ფორმირება. მაგალითისთვის თუნდაც ლარის დოლარის მიმართ ბოლოდროინდელი გაუფასურება კმარა, რომელიც ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის ხარისხზე ნეგატიურად აისახება. ამდენად, მნიშვნელოვანია ლარის კურსის მკვეთრი რყევები, რომელსაც წარსულში ხშირად ქონდა ადგილი, თავიდან იქნას აცილებული.

კაიმანის კუნძულები "იხსნება"

ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ოფშორული ზონაკაიმანის კუნძულები, ზონაში რეგისტრირებული დახურული კომპანიების და მათი დირექტორების შესახებ ინფორმაციის განსაჯაროებას გეგმავს. ამის შესახებ ადგილობრივი სავალუტო რეგულატორი CIMA (The Cayman islands monetary authority) ჰეჯ-ფონდების მიმართ გაგზავნილ წერილში წერს.

четверг, 29 мая 2014 г.

მიკროსაფინანსო სექტორის წარმატების საიდუმლო

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ქართულ საფინანსო სივრცეში 2006 წელს გამოჩნდა, როცა 2006 წლის 18 ივლისმიღებული იქნა კანონი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“. დღეისათვის მათი რაოდენობა უკვე 63 ერთეულს აღწევს, სექტორში 2013 წლის II კვარტლის მდგომარეობით  3239 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სერვისცენტრების და ფილიალების რაოდენობა 255-ია. მიკროსაფინანსო სექტორის მიერ მიმდინარე წლის II კვარტლის მდგომარეობით გაცემულია 318 887 სესხი, რომლის ჯამური მოცულობა  611 190 963 ლარი, სექტორის მთლიანი აქტივების მოცულობა 808 465 654 ლარია, ხოლო ჯამური კაპიტალი 204 339 452 ლარი.

საგარეო ვალი - რამდენად საგანგაშოა ვითარება

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის მოცულობა 2013 წლის 31 მარტის მდგომარეობით 13.362 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფოს ვალი (ეროვნული ბანკის საგარეო ვალის ჩათვლით) 4.728 მილიარდი დოლარია, ხოლო დარჩენილი 8.634 მილიარდი კორპორატიული სექტორის საგარეო ვალია. აღსანიშნავია, რომ 2006 წლიდან დღემდე საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 3.5-ჯერ გაიზარდა, ხოლო, უშუალოდ კორპორატიული სექტორის საგარეო ვალის ზრდის ტემპმა 418% შეადგინა, ანუ გაოთხმაგდა.

пятница, 22 марта 2013 г.

ვენდოთ თუ არა საკრედიტო რეიტინგებს?



2008 წლის იანვარის მდგომარეობით მსოფლიოში უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის - AAA მხოლოდ 12 კომპანია არსებობდა, ხოლო იგივე რეიტინგის უზრუნველყოფილი სავალო ვალდებულებების (დეფოლტის სვოპების) რაოდენობა 64 000. ბევრი ეჭვობს, რომ სარეიტინგო სააგენტოებს მსგავსი ვალდებულებების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება აქვთ.

понедельник, 11 февраля 2013 г.

ფინანსური ინჟინერია


მანიები, როგორც კრიზისების მაპროვოცირებელი ძალები

 "ტიტების კრიზისიდან" აშშ–ს იპოთეკურ კრიზისამდე 

მსოფლიოს დიდი მასშტაბის რამდენიმე კრიზისი ახსოვს. თავიანთი ფორმით, ხანგრძლივობით და სხვადასხვა მახასიათებლებით ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა არსობრივად თითოეული მათგანის წარმოშობის მიზეზი ერთიდაიგივეა. ეს არის მანიააქტიური მიდრეკილება რაიმე საგნის ან მოვლენის მიმართ. ეკონომიკური ტერმინებით თუ ვიმსჯელებთ, მაღალი მოთხოვნა რაიმე პროდუქტზე. ერთის მხრივ პარადოქსულად ჟღერსროგორ შეიძლება მაღალმა მოთხოვნამ რაიმე პროდუქტზე მიგვიყვანოს ჩავარდნამდე? ასეც არის, მაღალი მოთხოვნის პირობებში ბაზრები როგორც წესი სწრაფად ვითარდებიან, იზრდება ფასები და .. ეს აჩენს სტიმულს ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოსაჩენად.