понедельник, 11 февраля 2013 г.

ფინანსური ინჟინერია


მანიები, როგორც კრიზისების მაპროვოცირებელი ძალები

 "ტიტების კრიზისიდან" აშშ–ს იპოთეკურ კრიზისამდე 

მსოფლიოს დიდი მასშტაბის რამდენიმე კრიზისი ახსოვს. თავიანთი ფორმით, ხანგრძლივობით და სხვადასხვა მახასიათებლებით ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა არსობრივად თითოეული მათგანის წარმოშობის მიზეზი ერთიდაიგივეა. ეს არის მანიააქტიური მიდრეკილება რაიმე საგნის ან მოვლენის მიმართ. ეკონომიკური ტერმინებით თუ ვიმსჯელებთ, მაღალი მოთხოვნა რაიმე პროდუქტზე. ერთის მხრივ პარადოქსულად ჟღერსროგორ შეიძლება მაღალმა მოთხოვნამ რაიმე პროდუქტზე მიგვიყვანოს ჩავარდნამდე? ასეც არის, მაღალი მოთხოვნის პირობებში ბაზრები როგორც წესი სწრაფად ვითარდებიან, იზრდება ფასები და .. ეს აჩენს სტიმულს ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოსაჩენად.
გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბაზრის მოთამაშეები იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტებს (ფიუჩერსებს, ოფციონებს), რაც ხშირ შემთხვევაში ჯერ არარსებული პროდუქტის გაყიდვის შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ეს არის პირამიდის შექმნის გამარტივებული მოდელი, რაც კრიზისის მთავარი მაპროვოცირებელი მექანიზმია.
ახლა კი, განვიხილოთ კონკრეტული მაგალითები ახლო და არცთუ ახლო წარსულიდან. პირველი საბირჟო ჩავარდნა, რომელიც ისტორიას ახსოვს ცნობილია, როგორცტულპანომანია“.
ტულპანომანია (tulpenmanie)ჰოლანდიის ისტორიის მღელვარე პერიოდი, როდესაც ტიტის ბოლქვზე მოთხოვნამ მის მიწოდებას გადააჭარბა და მასზე ფასები რეკორდულად გაიზარდა (1634-37 წლები). ჰოლანდიელი ისტორიკოსები ამ პერიოდს ასევე მოიხსენიებენ შემდეგი ტერმინებითtulpomanie, tulpenwoede, tulpengekte, bollengekte, bollenrazernij.

პრეისტორია და ბუმის დასაწყისი
ტიტებით დაინტერესებული, ერთერთი უცხოელი იყო ბილ ოქირ გილენ დე ბუზბეკი, ავსტრიის ელჩი თურქეთში (1555-1562). მან კონსტანტინეპოლიდან ვენაში ჩაიტანა რამდენიმე ბოლქვი, სადაც ის დარგეს ჰაბსბურგების დინასტიის იმპერატორის, ფერდინანდ I-ის ბაღებში. იქ, გამოცდილი ფრანგი ბოტანიკოსისშარლ დე ლეკლიუზას (უფრო ცნობილი კარლ კლუზიუსის სახელით) მეთვალყურეობის ქვეშ ტიტები აყვავდა.
კლუზიუსის დიდებამ მალე ჰოლანდიაში ლეიდენის უნივერსიტეტის ყურადღება მიიქცია და ის დაიყოლიეს გამხდარიყო უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის კურატორი. 1593 წლის ოქტომბერშიტიტის ბოლქვების საიდუმლო მარაგითკლუზიუსი ჩავიდა ლეიდენში. რამდენიმე თვის შემდეგ, 1594 წლის გაზაფხულზე, კლუზიუსის ახალი ბაღი გახდა ადგილი, სადაც ჰოლანდიაში პირველად გაიფურჩქნა ტიტა.
20 წელიწადში ჰოლანდიელებმა შეძლეს ტიტის ათეულობით ჯიშის გამოყვანა.

ვაჭრობის აყვავება
1625 წელს ტიტის იშვიათი ბოლქვი უკვე ღირდა 2000 ფლორინი (3,5 გრამის მასის ოქროს მონეტა). ვაჭრობა მიმდინარეობდა ამსტერდამის, როტერდამის, ჰარლემის და ლეიდენის ბირჟებზე. 1635 წელს ფასმა 5500 ფლორინს მიაღწია. 1637 წლის დასაწყისისთვის ტიტებზე ფასი საშუალოდ 25–ჯერ გაიზარდა.
ხელოვნების ისტორიის სფეროს სპეციალისტის ოლივერ იმპის გადმოცემით, იმ დროს უფრო იაფად შეიძლებოდა იან დე ჰემოს (XVII საუკუნის განთქმული ჰოლანდიელი ნატიურმორტისტი) მიერ შესრულებული ნახატის შეძენა, რომელზეც ტიტები იყო გამოსახული, ვიდრე თავად ტიტის.
ტიტის სამი ბოლქვი ღირდა იმდენივე, რამდენიც კარგი სახლი, ხოლობრასერისჯიშის ტიტის ერთი ბოლქვის გაცვლა მომგებიან ლუდსახარშში ხდებოდა. ბოლქვების გამყიდველები დიდ ფულს შოულობდნენ. ყველა მოლაპარაკება და შეთანხმება მხოლოდ ერთი ნივთისტიტის ირგვლივ მიმდინარეობდა.
გამუდმებით მზარდმა ფასებმა საზოგადოების საშუალო და ღარიბ ფენებს უბიძგა ეთამაშათ ბირჟებზე ტიტების გაყიდვით. იმისათვის, რომ შესყიდულიყო ტიტები და შემდეგ გადაყიდულიყო უფრო ძვირად, ხდებოდა სანაცვლოდ სახლების, საწარმოების და სხვადასხვა აქტივების ჩადება. შესყიდვა და გადაყიდვა ხდებოდა მრავალჯერ, მაშინ, როცა ბოლქვები მიწიდანაც კი არ იყო ამოღებული. სიტუაცია უმჯობესდებოდა წამიერად. ღარიბები მდიდრდებოდნენ, მდიდრები კი უფრო მდიდრები ხდებოდნენ. ტიტის ბოლქვებით ვაჭრობა აბსოლუტურად უკონტროლო გახდა.
გარიგებებში ხშირად გამოიყენებოდა ფიუჩერსული კონტრაქტები (მყიდველები იხდიდნენ ფულს ბოლქვების მომავალში მოწოდებაზე). ამ პროცესმაქარით ვაჭრობისსახელწოდება შეიძინა.
ბერნსტეინის თანახმად, გარიგებებში გამოიყენებოდა აგრეთვე ოფციონები (მყიდველს ენიჭებოდა უფლება, წინასწარ განსაზღვრული ფასით მომავალში გაეყიდა ან შეეძინა ბოლქვები). სწორედ ოფციონების გამოყენება გახდასაპნის ბუშტისწარმოქმნის და ჩამოშლის ერთერთი მიზეზი. როგორც ჩანს, ოფციონებმა ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა მისცა დამწყებებს, რომლებსაც ადრე ეს არ შეეძლოთ.
მაკკეის თანახმად, Semper Augustusის ტიტის სანაცვლოდ 12 აკრ მიწას თავაზობდნენ.

ვარდნა (ჩამოშლა)
1637 წლის თებერვალში გასაყიდი ტიტების მოცულობამ გადააჭარბა გაყიდულს და მოხდა ფასების მოულოდნელი ვარდნა, ხოლო ყველაზე ძვირფას ტიტაში არაუმეტეს 300 ფლორინს იხდიდნენ. დაიწყო საბირჟო პანიკა. ერთ ღამეში ათასობით ჰოლანდიელი გაკოტრდა. მაკკეი ამტკიცებდა, რომტულპანომანიისდასრულების შემდეგ ჰოლანდიის ეკონომიკა აღმოჩნდა კრიზისულ მდგომარეობაში, რაც დავის საგანია თანამედროვე მეცნიერებს შორის. „ტულპანომანიამმოიცვა ევროპის სხვა ქვეყნებიც, მაგრამ არა იმ დოზით, როგორც ჰოლანდია. მაგალითად, 1800 წელს ტიტის ბოლქვი ინგლისში 15 გინეა ღირდა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა იყო.

ტულპანომანიისმნიშვნელობა
ტიტებით გატაცებამტულპანომანიისშედეგები გადაიტანა და ბოლქვების გამოყვანის დარგი კვლავ აყვავების გზას დაადგა. მართლაც, XVIII საუკუნისთვის ჰოლანდიური ტიტები იმდენად პოპულარული გახდა, რომ თურქეთის სულთანმა, აჰმედ III– ჰოლანდიიდან ათასობით ტიტის იმპორტი განახორციელა. ამგვარად, ხანგრძლივიმოგზაურობისშემდეგ თურქული ტიტებისჰოლანდიელი შთამომავალიდაუბრუნდა თავისფესვებს“.
ტულპანომანიაჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი და არც გამხდარა საფუძვლიანი მეცნიერული ანალიზის ობიექტი. „ტულპანომანიისგამოვლინებები ფართოდ ცნობილი 1841 წელს, ინგლისელი ჟურნალისტის ჩარლზ მაკკეის წიგნის – „ყველაზე გავრცელებული გაუგებრობები და მასის უგუნურება“ (ინგლ.: Extraordinary Popular Delusions and the Madness of Crowds ) და 1850 წელს ალექსანდრე დიუმასშავი ტიტისგამოსვლის შემდგომ გახდა.

აშშ უძრავი ქონების ბაზრის კრიზისი
ახლა კი, ყურადღება დავუთმოთ 2008 წელს დაწყებულ ფინანსურ კრიზისს, რომლის გამომწვევ სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობენ. თუმცა, საბოლოო ჯამში მივდივართ ერთ საწყისამდე, ეს არის სისტემის დერეგულაცია, რამაც იგი უკონტროლო გახადა და სხვადასხვა დერივატივების და ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით შესაძლებელი გახადაჰაერით ვაჭრობა“.
უძრავი ქონების ბაზრის კრიზისი, რომელიც აშშში განვითარდა ასევე გარკვეული მანიის შედეგია. არსებობს საინტერესო ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია სისტემის კოლაფსი.

თაობათა ცვლის გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე
აშშ უძრავი ქონების ბაზრის კრიზისი გამოწვეული იყო .. „ბეიბიბუმერებისპენსიაში მასობრივმა გასვლით. „ბეიბიბუმერებსუწოდებენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბადებულ თაობას, როდესაც ადგილი ჰქონდა შობადობის მკვეთრ ზრდას.
ფინანსური ბუშტები წარმოიქმნება, როდესაც შინამეურნეობები ხარჯავენ იმაზე მეტს, ვიდრე მათი შემოსავალია. ერთი შეხედვით უცნაურია, როგორ უნდა დახარჯო იმაზე მეტი, ვიდრე შენი შემოსავალია. მაგრამ, თანამედროვეფინანსური ინჟინერიაიძლევა იმის საშუალებას, ადამიანებმა დახარჯონ თავიანთ შემოსავალზე მეტი. ადამიანებს უჩნდებად განცდა, რომ ეს პროცესი შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს, მაგრამ ეს ასე არ არის.

რა მოხდა ამერიკის უძრავი ქონების ბაზარზე?
ამერიკაში მოსახლეობის რაოდენობა გამუდმებით იზრდება. იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც შრომით საქმიანობაში ებმებიან, ყოველთვის აჭარბებს მათ რიცხვს, ვინც პენსიაზე გადის. საშუალო სტატისტიკური ამერიკელი, რომელიც იწყებს მუშაობას იღებს მინიმუმ 30 წლიან იპოთეკურ სესხს დაბალ საპროცენტო განაკვეთში და ყიდულობს დიდ სახლს, მომავალი (ან არსებული) ოჯახისთვის. პენსიაზე გასვლის შემდეგ ის ყიდის ამ დიდ სახლს, ყიდულობს უფრო პატარას და დარჩენილი ფულით საკუთარ თავს ბედნიერ სიბერეს ჩუქნის.
ეს პროცესი ათწლეულების განმავლობაში სწორედ ხსენებული სქემით მიმდინარეობდა, სანამდიდი სახლისმყიდველების რიცხვი აჭარბებდა მათი გამყიდველების რაოდენობას, რის გამოც ფასები უძრავ ქონებაზე გამუდმებით იზრდებოდა. მაგრამ, ზემოთხსენებული მრავალრიცხოვანიბეიბი ბუმერებისთაობის პენსიაში გასვლამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. დროის მოკლე მონაკვეთში პენსიონერების რიცხვმა მკვეთრად მოიმატა და გადააჭარბა შრომის ასაკში შემსვლელთა რაოდენობას. შესაბამისადდიდი სახლისგამყიდველთა რაოდენობამ გადააჭარბა მის მყიდველთა რიცხვს და დაიწყო უძრავ ქონებაზე ფასების ვარდნა.
ბუნებრივია, ამ პროცესს შეჩერება ჭირდებოდა. შედეგად, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შეარბილა პოლიტიკა და უძრავი ქონების ყიდვის საშუალება მიეცათ პირებს, ვისაც ეს მანამდე არ შეეძლო. ანუ შერბილდა სტანდარტები ფინანსურ სისტემაში.
გარდა ამისა, 2000–იანი წლების დასაწყისიდან გამოჩნდა .. „ფინანსური ინჟინერია“, რამაც შესაძლებელი გახადა ფულის კეთებაჰაერიდან“. ბანკები მოზიდული ყოველი დოლარიდან გასცემდნენ სულ უფრო მეტ კრედიტებს. დერეგულაციის პროცესი, რომელიც 1980–იანი წლებიდან დაიწყო, უკვე პიკზე იყო ასული. 2008 წელს, როდესაც მსოფლიო ფინანსური კრიზისის ტალღამ მოიცვა, აშშში მულტიპლიკატორმა 17 ერთეული შეადგინა, რაც 3–ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. თუმცა, როგორც იტყვიან – „მადა ჭამაში მოდისოდა ფინანსურ სისტემაში გამოჩნდა ახალი მექანიზმი – „სეკიურიტიზაცია“. ეს საშუალებას აძლევდა ბანკებს, ასე ვთქვათ, 17–ჯერდაბრუნებულიფულის და ამოწურული შესაძლებლობების შემდეგ, კიდევ გაეყიდათ თავიანთი კრედიტები და ინვესტორებისგან მიღებული სახსრები კიდევ 17–ჯერდაეტრიალებინათ“. ამით, სიტუაცია აბსოლუტურად გამოვიდა კონტროლიდან, რასაც მოყვა სწორედ ფინანსური კრიზისის განვითარება.
მართალია, 2008 წელს დაწყებულ კრიზისს ბევრი სხვა მიზეზიც უკავშირდება, მათ შორის საინვესტიციო სააგენტოების საქმიანობა და .., მაგრამ ზოგადად კრიზისების სათავედ რაიმე პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა გვევლინება. ეს ბაზარზე სპეკულაციური გარიგებების სტიმულს აჩენს, რაც იწვევს სწორედ ჩავარდნებს ბაზრებზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий