რატომ დგება დღის წესრიგში ფინანსური ამნისტია მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ
1 ოქტომბის არჩევნების შემდეგ, რაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა, სიტყვა “ამნისტია” ერთ-ერთია იმ სიტყვებს შორის, რომელიც ყველაზე ხშირად გვესმის, სხვადასხვა კონტექსტით. კონტექსტის მიხედვით განსხვავებულია ძველი და ახალი მთავრობის პოზიციებიც. კერძოდ, მსჯავრდებულების ამნისტია ყოვლად მიუღებელია ყოფილი მმართველი ძალისთვის და პირიქით, მისაღებია ახალი გუნდისთვის, ხოლო ე.წ. “ფინანსური ამნისტია”, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივაა, “ოცნების” მთავრობისთვის მიუღებელია, “ნაციონალები” კი მასში ბიზნესის შვებას და ეკონომიკის სტიმულირებას ხედავენ.
მაგრამ!
რატომ დგება დღის წესრიგში საქართველოში ფინანსური ამნისტიების საკითხი ხელისუფლებების ცვლილების შემდეგ? რატომ არ ახსენდებათ ეს თემა მაშინ, როდესაც ამნისტია უფრო მნიშვნელოვანია (თუნდაც 2008 წლის ომის შემდგომ)? ხომ არ მიანიშნებს ეს იმაზე, რომ გარკვეულ წრეებს ტალახის მოწმენდა და “ნაჭამის შერგება” უნდათ? ვინ უფრო ისარგებლებს ფინანსურ ამნისტიით – ეკონომიკა თუ გარკვეული პიროვნებები?
ვეცდებით ამ კითხვებს პასუხი გავცეთ და მკითხველს ავუხსნათ – რა არის ფინანსური ამნისტია, ვის ინტერესებშია იგი და რას გვიჩვენებს მსგავსი ღონისძიებების მსოფლიო პრაქტიკა.
ფინანსური ამნისტიის არსი
ზოგადად ამნისტია წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის პატიება ან მისი შემსუბუქებაა. ალბათ, ადვილი მისახვედრია, რომ ფინანსური ამნისტია ფინანსური დანაშაულებების ჩადენის გამო დაკისრებული სასჯელის შემსუბუქებას ან გაუქმებას გულისხმობს. მთელს მსოფლიოში გადასახადებისგან თავის არიდება და ე.წ. “ჩრდილოვანი” კაპიტალის ლეგალიზაცია უმძიმეს დანაშაულად ითვლება. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეკონომიკის წახალისების და ინვესტიციების მოზიდვის (ხშირ შემთხვევაში დაბრუნების) მიზნით მსგავსი დანაშაულის პატიება ხდება.
ფინანსური ამნისტია შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის – ამნისტია კაპიტალზე და ამნისტია დაფარულ გადასახადებზე. ერთი სიტყვით, ფიანსური ამნისტია დაფარული გადასახადებისაგან ათავისუფლებს და სუბიექტებს აძლევს არადეკლარირებული ფინანსებისა და ქონების ლეგალიზების შანსს.
ფინანსური ამნისტიის განხორციელების საერთაშორისო პრაქტიკა
ფინანსური ამნისტიების სხვადასხვა ფორმით განხორციელების მაგალითები მსოფლიოში არცთუ მცირეა. მეტნაკლები წარმატებით იგი განხორციელდა არგენტინაში, ბელგიაში, ინდოეთში, ირლანდიაში, იტალიაში, მალტაში, საფრანგეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიაკში და ა.შ.
ბელგიაში ფინანსური ამნისტია 2004 წელს გამოცხადდა და იგი ეხებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადინებულ კაპიტალს. ამნისტიით, პირებს, რომლებსაც ქვეყნის გარეთ ჰქონდათ დანაზოგები განთავსებული, ყოველგვარი სანქციის გარეშე შეეძლოთ დაებრუნებინათ იგი საკუთარ ქვეყანაში და “ინდულგენციის” მისაღებად ამ სახსრების 6%-დან 9%-მდე არანაკლებ 3 წლით უნდა განეთავსებინათ ბელგიური კომპანიების აქციებში. ბელგიის ფინანსთა მინისტრი ამ გზით 10-15 მილიარდი ევროს შემოდინებას ვარაუდობდა, საიდანაც 850 მილიონ ევრომდე მოსაკრებლის ამოღებას ვარაუდობდა.
ამნისტია კაპიტალზე დროში დაემთხვა 2005 წელს ევროკავშირის მიერ გამოცემულ დირექტივას ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით ევროკავშირის წევრი ქვეყნის ყველა ბანკი ვალდებული იყო მიეწოდებინა ინფორმაცია არარეზიდენტების მიერ განთავსებული დეპოზიტების შესახებ იმ ქვეყნის ფინანსური კონტროლის ორგანოებისთვის, რომლის რეზიდენტებსაც ეს პირები წარმოადგენდნენ. სწორედ ამიტომ, ინფორმაცია რეზიდენტების მიერ სხვა ქვეყნებში განთავსებული ფინანსური რესურსების შესახებ გახდა ხელმისაწვდომი ფინანსური მარეგულირებლებისთვის. ამ გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად ლუქსემბურგი დაზარალდა, ვინაიდან იქ ბელგიური დანაზოგების ყველაზე დიდი ნაწილი იყო განთავსებული (ლუქსემბურგში საშემოსავლო გადასახადი არ არსებობს, ბელგიაში კი 50%-ია).
ამნისტიის შედეგად ბელგიაში დაგეგმილი სახსრების მხოლოდ 6% “დაბრუნდა” და ქვეყანაში 1 მილიარდი ევრო შემოვიდა. ერთი სიტყვით ამნისტიამ ვერ გაამართლა.
შედარებით წარმატებული გამოდგა ამნისტია იტალიაში, რომელიც 2001 წელს განხორციელდა. ბელგიური მოდელისგან იტალიური იმით განსხვავდებოდა, რომ ამნისტია ეხებოდა არამატრო აქტივებს, არამედ გადაუხდელ გადასახადებსაც, ანუ ადგილი ქონდა კაპიტალის და საგადასახადო ამნისტიას, კომბინირებულ მოდელს. 2001 წლის 25 სექტემბერს გამოცემული დეკრეტის მიხედვით სუბიექტს უნდა გადაეხადა დეკლარირებული ქონების 2.5% ან დამალული ქონების ღირებულების 12% უნდა განეთავსებინა იტალიურ ფასიან ქაღალდებში, სანაცვლოდ კი საგადასახადო ორგანოებისგან იღებდა სპეციალურ სერტიფიკატს, რომლის მიხედვითაც სუბექტი თავისუფლდებოდა დეკლარირებისგან, საგადასახადო დავალიანების გადახდისგან, ლეგალიზაციამდე მიღებული რესურსების აუდიტის განხორციელებისგან და ა.შ.
ამნისტიის შედეგად იტალიაში გამოცხადებიდან პირველ 2 თვეში ლეგალურ კალაპოტს 62 მილიარდი ევროს კაპიტალი დაუბრუნდა, ხოლო გადასახადების ამოღება 24 მილიარდი ევროთი გაიზარდა.
ფინანსური ამნისტია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ფინანსური ამნისტიების განხორციელების პრაქტიკა მხოლოდ ყაზახეთს და საქართველოს აქვს. ყაზახეთში ამნისტია მოხდა 2001 წელს და იგი შეეხო არამარტო კაპიტალს, არამედ სხვა ქონებასაც, მხოლოდ იმ აქტივების გამოკლებით, რომლებზეც მიმდინარეობდა სასამართლო დავა და რომლებიც კორუფციული სქემებით იყო მოპოვებული. საბოლოო ჯამში მოხდა 480 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივების ლეგალიზება.
ფინანსური ამნისტია საქართველოში
რაც შეეხება საქართველოს, 2004 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ერთჯერადი ხასიათის “ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზების შესახებ” კანონი, რომელიც მეწარმეებს 2004 წლამდე დაფარული გადასახადებისაგან ათავისუფლებდა და არადეკლარირებული ფინანსებისა და ქონების ლეგალიზების შანსს აძლევდა.
ამ კანონით დამალული ქონებისა და ფინანსების დეკლარირება უნდა მომხდარიყო 2005 წლის ბოლომდე. ფინანსები ლეგალიზებულად ჩაითვლებოდა, თუ დეკლარანტი მის 1%-ს გადაიხდიდა ბიუჯეტის სასარგებლოდ. ნორმა, როგორც ვხედავთ, საკმაოდ დაბალია.
ამდენად, 2005 წლის ფინანსური ამნისტია უფრო მეტად უკანონოდ მოპოვებული ქონების (შემოსავლების) დაკანონება იყო, ვიდრე ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდის წყარო. სწორედ ასეც იქნა შეფასებული 8 წლის წინანდელი ამნისტია.
გარდა ამისა, “ქართული ამნისტია” შეფასებული იქნა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მსოფლიოში. ბიუჯეტში მისაღები დაგეგმილი 10 მილიონი ლარიდან, რეალურად ამოღებული იქნა 70 ათასი ლარი, ანუ გეგმის 1%-ზე ნაკლები.
რა შეიცვალა 8 წლის შემდეგ?
არც არაფერი, სქემა იგივეა, ინიციატორი იგივეა (მიხეილ სააკაშვილი), მიზანი – სავარაუდოდ იგივე, ანუ უკანონოდ მოპოვებული ქონების დაკანონება და გადაუხდელი გადასახადების ჩამოწერა. ბიზნესმენთა ნაწილის მხრიდან “სააკაშვილის ამნისტიის” პროექტი უკვე შეფასდა, როგორც “უკანონოდ მითვისებული ბიზნესის დაკანონების მზაკვრული გეგმა”.
ფაქტია, რომ 2005 წლის ამნისტიამ მასში ჩადებული გაცხადებული მიზნები ვერ შეასრულა, ხოლო სავარაუდო რეალური განზრახვა (უკანონოდ მიტაცებული ქონების ლეგალიზება) – წარმატებულად განხორციელდა.
ამდენად, საჭიროა თუ არა ფინანსური ამნისტია, ეს დამოკიდებული არ უნდა იყოს “პოზიციისა” და “ოპოზიციის” პოზიციაზე და პოლიტიკურ ნებაზე. საჭიროა საკითხის საფუძვლიანი ანალიზი და ინიციატივის შეფასება შემდეგი ამოსავალი კატეგორიებიდან:
- ემსახურება თუ არა ამნისტია უკანონობის დაკანონებას;
- მიიღებს თუ არა ბიუჯეტი შემოსავლებს;
- წაახალისებს თუ არა ამნისტია ბიზნეს-აქტივობას.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური ამნისტია არათუ გაზრდის ეკონომიკაში ლეგალიზაციის დონეს და ხარისხს, არამედ ხელს შეუწყობს ჩრდილოვანი, უკანონო და არასამართლიანი ეკონომიკის მშენებლობას.
Xavi Gerad Jude Am. წარმომადგენლობითი Aiicco სადაზღვევო plc. ჩვენ გთავაზობთ საკრედიტო კურსით 3% Geri გადასახადი (აღმასრულებელი დირექტორი), რომლებიც დაინტერესებულნი დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მისამართზე
ОтветитьУдалитьთუ თქვენ გაქვთ xavigeradloanfirm@yahoo.com
დაამატა მუხლის მეტი ასაკის 20 მხოლოდ იღებს ნებართვას Aiicco სადაზღვევო plc.
პირადი სესხი Investment.
საინვესტიციო ბიზნეს სესხებს.
კონსოლიდაცია სესხი.
სამშენებლო სესხი.
გადახდა ერთი წლის შენი ენა გავრცელებული.
Apprentice გეგმა წიგნი კომენტარში შორის ყოველთვიური და წლიური გადასახადები.
მოქნილი სესხის პირობები.
წელი მდე Euro 5000 8000.000.00 არ პლასტიკური.
ჩვენი კომპანია სანდო, ეფექტური, სწრაფი და აღწარმოება პროცესში. Jude bugün.SR us Gerad საინვესტიციო plc: პასუხობს უნდა გაიგზავნოს სახელი, E-mail: xavigeradloanfirm@yahoo.com