понедельник, 11 февраля 2013 г.

წარმატება – ეს უფრო მეტია, ვიდრე საბანკო ანგარიში


„ნუ აიღებთ სამომხმარებლო კრედიტს“ - რჩევა პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანისგან
გთავაზობთ მე–20 საუკუნის ყველაზე წარმატებული ინვესტორისა და მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის ბიზნეს–გამარჯვებების საიდუმლოს.  
„რაც უფრო მეტს გასცემ, მით მეტს იღებ“ – ეს უორენ ბაფეტის ცხოვრების მთავარი პრინციპია. 
1. სიმდიდრე სულიერი მდგომარეობაა 
„ყოველთვის ვიცოდი, რომ მდიდარი ვიქნებოდი. ერთი წუთითაც კი არასოდეს შემპარვია ეჭვი ამაში. გჯეროდეთ საკუთარი თავის“, – აცხადებს უორენ ბაფეტი. 
2. წარმატება – ეს უფრო მეტია, ვიდრე საბანკო ანგარიში
ტელეარხ CNBC–ის კორესპონდენტის შეკითხვაზე, რას თვლის წარმატების მთავარ საიდუმლოდ, ბაფეტმა ასე უპასუხა: „როდესაც ადამიანი ჩემს ასაკამდე მიაღწევს და მის გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც იგი უყვართ, სწორედ ეს არის წარმატება.არ აქვს მნიშვნელობა, რა თანხა ინახება თქვენს საბანკო ანგარიშზე. ასევე, მნიშვნელოვანია კარგად აკეთოთ ის, რაც გიყვართ. მე არასოდეს შემხვედრიან წარმატებული ადამიანები, რომლებიც იმ საქმეს აკეთებენ, რომელიც მოსწონთ. მათი ცხოვრება საცოდავად გამოიყურება“.
3. დახარჯეთ იმაზე ნაკლები, ვიდრე გამოიმუშავებთ
„თუ თქვენი გემი იძირება, სჯობს ენერგია გემის შეცვლაზე დახარჯოთ, ვიდრე ნახვრეტების ამოქოლვაზე“, – ამბობს უორენ ბაფეტი. თქვენ ვერ გახდებით ფინანსურად წარმატებული ადამიანი, თუ საკუთარი ხარჯების მოთოკვა არ შეგიძლიათ. უორენ ბაფეტი ცნობილია იმით, რომ მრავალმილიარდიანი ქონების მიუხედავად, ცხოვრების საკმაოდ მოკრძალებული წესით გამოირჩევა. იგი ისევ იმ სახლში ცხოვრობს, რომელიც 1958 წელს 31 800 დოლარად იყიდა და დადის საკმაოდ შელახული Lincoln–ით. 
4. ნუ აიღებთ სამომხმარებლო კრედიტს
რაც უფრო მალე მიხვდებით, რომ მოხმარება თანამედროვეობის სოციალური ჭირია, რომელსაც მსხვილი კორპორაციები იმისათვის იყენებენ, თქვენ მათთვის მუშაობა გაიძულონ, მით უფრო მალე იტყვით უარს უსარგებლო ნივთებზე. მხოლოდ სულელი ყიდულობს დღეს იმას, რისი გამომუშავებაც მხოლოდ ხვალ შეუძლია. რადგან ერთ მშვენიერ დღეს თქვენი სამუშაო დღეები შეიძლება დასრულდეს, ვალი კი დაგრჩებათ. 
5. აირჩიეთ სწორი კერპები
„გაატარეთ დრო იმ ადამიანებთან, რომლებსაც საკუთარ თავზე უკეთესად თვლით. ეს სწორი მიმართულებით მოძრაობაში დაგეხმარებათ“, – ამბობს უორენ ბაფეტი. 
6. აზარტული თამაშები სულელებისთვისაა 
„წესი №1 – არასოდეს დაკარგოთ ფული. წესი №2 – არასოდეს დაივიწყოთ წესი №1.“ერთხელ ბილ გეიტსმა აღიარა, რომ ხშირად დებს ნიძლავს ბაფეტთან, მაგრამ თანხა 1 დოლარს არასოდეს აღემატება. 
7. „ხელგაშლილობა და კეთილდღეობა გვერდიგვერდ ცხოვრობენ“
„ჩემს ნაცნობ მილიარდერებს შორის არავინ არის ისეთი, რომელიც ფულმა დიდად შეცვალა. თუ ისინი გამდიდრებამდე სულელები იყვნენ, შემდეგ, უბრალოდ, მილიარდერი სულელები გახდნენ“, – აცხადებს უორენ ბაფეტი. ბევრი რომ გქონდეთ, მეტი უნდა გასცეთ, დარწმუნებულია ცნობილი ფილანტროპი და ხელგაშლილი ქველმოქმედი უორენ ბაფეტი. 2006 წელს მან 30 მლრდ. დოლარი ბილ და მელინდა გეიტსების ფონდში გადარიცხა, რაც ქველმოქმედების ისტორიაში ყველაზე დიდ შემოწირულობად ითვლება.

Комментариев нет:

Отправить комментарий