10 მცდარი ცნება, რომლებსაც ბიზნეს–სკოლებში ასწავლიან
„ბიზნესში მაგისტრის ხარისხი ჯანსაღ აზროვნებას ვერასდროს ჩაანაცვლებს“
„სრულყოფილ მენეჯერობამდე მხოლოდ პრაქტიკას მივყავართ“
სკოლებში და უნივერსიტეტებში ხშირად საუბრობენ, რომ საშუალო განათლების
მქონე პირებში უმუშევრობოს დონე 14%–ს აჭარბებს, ხოლო უმაღლესი განათლების მქონე
პირებში ეს მაჩვენებელი 4%–ს არ ცდება.ასევე ამბობენ, რომ განათლებაში ინვესტირება საუკეთესო მეთოდია უკეთესი
მომავლის შესაქმნელად და რაც მეტ დიპლომს ფლობ, მით უკეთესია. ანუ თუ თქვენ
ბაკალავრის ხარისხის მიღება შეძელით, მაგისტრის ხარისხით, ზოგადად რომ ვთქვათ,
კიდევ უფრო ჭკვიანი იქნებით.დღეისათვის, მაგისტრის ხარისხის მიღება ყველა სფეროშია შესაძლებელი,
მაგრამ უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მომავალში შემოსავლების გაზრდის საუკეთესო გზა
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის (MBA) მოპოვებაა. მსოფლიოში ბიზნეს–სკოლების და იქ მოსახვედრი მოსამზადებელი ცენტრების
მთელი ინდუსტრიაა შექმნილი.
ისმის კითხვა: ღირს იქ მოხვედრა?თავის გამოცდილებას გვიზიარებს კოლუმბიის ბიზნეს–სკოლის (Columbia
Business School) მაგისტრი ერიკ ჯექსონი:„მე კოლუმბიის ბიზნეს–სკოლის მაგისტრის ხარისხი მაქვს. ძალიან მომწონს
თვითონ სკოლა, მასწავლებლები და თანაკურსელები. თუმცა, არის ასევე „საშიში“,
„არასასარგებლო ტვირთი“, რომელიც დიპლომისკენ მიმავალ გზაზე აუცილებლად შეიძლება
„ავიკიდოთ“.გთავაზობთ 10 „მცდარ ცნებას“, რომელიც შეიძლება პროფესორებმა MBA კურსის
დროს გასწავლონ:
1) თქვენ ხართ უმნიშვნელოვანესი პიროვნება – ბიზნეს სკოლების დამთავრების
შემდეგ სტუდენტების უმრავლესობას საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს. ეს
ამბიცია პირველი სამსახურის მიღების შემდეგ კიდევ უფრო იზრდება. ისინი თვლიან, რომ
სხვები, ვინც ბიზნეს–სკოლები ვერ დაამთავრეს, „ჩამორჩენილები“ არიან. ამის გამო,
ხშირად „რიგითი მოკვდავის“ აზრი მათთვის, რბილად რომ ვთქვათ, უმნიშვნელოა.
2) თქვენ ხართ საუკეთესო საუკეთესოებს შორის – ამას სტუდენტების
დასაწყისშივე ეუბნებიან. თუმცა, რეალურად, ჯერ არაფერსაც არ წარმოადგენთ. მაგრამ, ცნება
– „თქვენ ხართ საუკეთესო საუკეთესოს შორის“ – ამაღლებს სტუდენტების თვითშეფასებას,
რაც ხშირ შემთხვევაში საზიანოა. ამიტომ, იყავით გულწრფელები და ადეკვატურები
საკუთარი თავის შეფასებაში.
3) თქვენ გააკეთეთ საუკეთესო ინვესტიცია – სტუდენტები ხშირად ანგარიშობენ,
თუ რა მოკლე დროში შეძლეს სასწავლო კრედიტის და ორწლიანი დანაკარგების დაფარვა.
ისინი MBA-ს განიხილავენ, როგორც ინვესტიციას საკუთარ თავში. თუმცა, მეორეს მხრივ,
თუ თქვენში ძლიერია ცოდნის წყურვილი, მაშინ 2 წელიწადში გაცილებით მეტის სწავლა
შეიძლება. ასევე არსებობენ მაგისტრანტები, რომლებიც ბიზნეს–სკოლის აუდიტორიაში
ჯდომის დროსაც კი საკუთარი თავის ძიებაში არიან. უდავოა, რომ ამაშიც არის რაღაც
ცუდი. არ დაიჯეროთ, რომ აკეტებთ ინვესტიციას საკუთარ თავში, სანამ კარგად არ
გააცნობიერებთ, რა უნდა აკეთოთ მთელი ცხოვრება.
4) თქვენ ხართ უფრო ჭკვიანი, ვიდრე საშუალო სტატისტიკური სტუდენტი – MBA-ს
სტუდენტებს ხშირად მიაჩნიათ, რომ ძალიან ჭკვიანები არიან. მძაფრი კონკურენციის,
ბიზნეს–სკოლაში ჩაბარების და მისი დამთავრების შემდეგ, ისინი კიდევ უფრო
ჭკვიანებად თვლიან თავს. როგორც წესი, ბიზნესში ყველა ჭკვიანია. ამიტომ, თუ თქვენ
გარშემომყოფებს დაუწყებთ „ზემოდან ყურებას“, გარშემომყოფები თქვენ საკუთარ ადგილს
მიგიჩენენ. არ გაიჩინოთ მტრები!
5) თქვენ გახდებით საუკეთესო ბიზნესმენები – ბიზნეს–სკოლების დამთავრების
შემდეგ სტუდენტების მიაჩნიათ, რომ გაერკვნენ ბიზნესის არსში. მაგისტრის ხარისხის
მიღება ნიშნავს, რომ თქვენ კარგად შეგიძლიათ იდეების და საოფისე საქმეების
ორგანიზება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ბიზნესის დაწყება
და მისი განვითარება. თუ გაქვთ ბიზნესის დაწყების სურვილი დაიწყეთ ბიზნესი!
6) თქვენ დაჯილდოვდებით ჯადოსნური ინსტუმენტებით, რომლებითაც შეძლებთ
მსოფლიოს ამოცნობას – მაგისტრებს უყვართ ინსტრუმენტები. ისინი თავიანთი ბუნებით
არიან ანალიტიკოსები, უყვართ სიღრმეებში შესვლა. მართლაც ბიზნეს–სკოლებში ისინი
სწავლობენ ბევრი ინსტრუმენტის ფლობას, მათ შორის SWOT ანალიზის და ა.შ. რა თქმა
უნდა ეს შესანიშნავია, მაგრამ ეს არ არის „ოქროს გასაღები“ და ბიზნესში ვერასდროს
ჩაანაცვლებს ჯანსაღ აზროვნებას.
7) თუ ეთიკის კურსს გაივლი – ყველაფერი იქნება „OK“ – გასული ათწლეულის
განმავლობაში Worldcom–ის, Enron-ის და Parmalat-ის კრახის შემდგომ
ბიზნეს–სკოლების მიმართ უნდობლობა გაჩნდა. ჯეფ სკილინგი, რომელიც ჰარვარდის
კურსდამთავრებული იყო თაღლითობის გამო გაასამართლეს, MBA-ს მფოლებელები იყვნენ
სხვა თანამშრომლებიც. ამის შემდეგ ბიზნეს სკოლებმა აუცილებელი გახადეს ეთიკის
კურსის გავლა. პრობლემა გადაწყვეტილია? ბიზნეს–სკოლებს ასე სჯეროდათ. სინამდვილეში
ეს იყო ახალი ჯეფ სკილინგის გამოჩენის შემთხვევაში მორალური პასუხისმგებლობის
აცილება.რეალობა ასეთია: დამპალი ვაშლის გაჯანსაღება შეუძლებელია. ამიტომ, იმის
თქმა, რომ ბიზნეს–სკოლის დამთავრების შემდეგ მაგისტრი აუცილებლად ეთიკური და
კანონმორჩილი მენეჯერი იქნება, აბსურდია.
8) აქცენტის გაძლიერება ჯგუფზე, გაქცევთ თქვენ კარგ გუნდურ მოთამაშედ
– ბიზნეს–სკოლები ამტკიცებენ, რომ ისინი
ახდენენ სტუდენტების „დახუნძვლას“ ცოდნით. მათ ჯერათ, რომ იძლევიან რეალურ ცოდნას,
რომლითაც სტუდენტები შეძლებენ გუნდში მუშაობას. მაგრამ, ეს ასე არ არის,
სინამდვილეში სკოლებში ასწავლიან პოლიტიკას – როგორ აუარო გუნდში გვერდი
მეგობრებს, როგორ „მოიკვეთო“ ისინი და ა.შ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გასწავლიან
„ეგოისტობას“.
9) MBA დიპლომის ფლობა უნდა აისახოს სავიზიტო ბარათში – უბრალოდ
არ ღირს ამის გაკეთება.
10) ამიერიდან თქვენ ხართ პროფესიონალი – MBA ხარისხის
მიღების შემდეგ თქვენ მართლაც ბევრ შესაძლებლობებს იძენთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს,
რომ ავტომატურად ხდებით პროფესიონალები. სრულყოფილებამდე მხოლოდ პრაქტიკას
მივყავართ.
რა თქმა უნდა, MBA თქვენ გასწავლით ბევრ სიახლეს, მაგრამ ეს არ არის
ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო მოცემულობა.ავტორის შესახებ: ერიკ ჯექსონი არის Ironfire Capital LLC-ს დამფუძნებელი
და ხელმძღვანელი. მიღებული აქვს Ph.D. ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში,
სტრატეგიული მენეჯმენტის სპეციალიზაციით.
Комментариев нет:
Отправить комментарий