ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ოფშორული ზონა – კაიმანის კუნძულები, ზონაში რეგისტრირებული დახურული კომპანიების და მათი დირექტორების შესახებ ინფორმაციის განსაჯაროებას გეგმავს. ამის შესახებ ადგილობრივი სავალუტო რეგულატორი CIMA (The Cayman islands monetary authority) ჰეჯ-ფონდების მიმართ გაგზავნილ წერილში წერს.
წერილიდან ირკვევა, რომ კუნძულების ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს მონაცემთა ბაზის შექმნას ადგილობრივი ჰეჯ-ფონდების შესახებ, რაც ასევე გულისხმობს ფონდების დირექტორების და მათი კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას.
CIMA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსულტაციები რეფორმის შესახებ 14 იანვარს დაიწყო და ამ პროცესის მიზანია კორპორატიული მართვის სტანდარტების ამაღლება და ფინანსური მომსახურების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიქირავა საკონსულტაციო კომოპანია Ernst & Young-ი, რომელიც ჩაატარებს კვლევას და კუნძულების ხელისუფლებას რეკომენდაციებს მისცემს.კაიმანის კუნძულები აქამდე ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ოფშორულ ზონად ითვლებოდა. ბრიტანული კომოპანიის Tax justice network-ის კვლევის მიხედვით, კაიმანის კუნძულების ოფშორულმა ზონამ საიდუმლოს შენახვის თვალსაზრისით მსოფლიოში 72 ზონას შორის მეორე ადგილი დაიკავა, პირველ ადგილზე კვლავინდებურად შვეიცარია აღმოჩნდა (მთავარ კრიტერიუმს უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დონე წარმოადგენდა).საერთაშორისო ფინანსური საზოგადოება კაიმანის კუნძულებზე მიმდინარე მოვლენებს ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს, ვინაიდან მათი უკმაყოფილება ძირითადად მიმართულია თავიანთი კომპანიებისგან გადასახადების ამოღების მიმართულბით. ოფშორული ზონების გამოყენებით საეჭვო ოპერაციების განხორციელებაში უკვე ამხილეს HSBC ბანკი, Olympus და Facebook. არანაკლებ დიდი გავლენა იქონია კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული ჰეჯ-ფონდების ინვესტორთა მხრიდან ზეწოლამ, ვინაიდან მათთვის ხშირ შემთხვევაში უცნობი იყო რამდენად კვალიფიციური კადრი მართავდა მათ შენატანებს. დღეს მსოფლიოში ნებისმიერ ადამიანს, ცოდნის და გამოცდილების მიუხედავად, შეუძლია გახდეს კომპანიის დირექტორი კაიმანის კუნძულებზე ფირმის დარეგისტრირებით, რაც ანალიტიკოსების შეფასებით დაუშვებელია და აქედან გამომდინარე, დაგეგმილი რეფორმა, რომელიც კაიმანის კუნძულებზე იგეგმება, ექსპერტების აზრით, წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.კაიმანის კუნძულები განსაკუთრებული პოპულარობით რუს ბიზნესმენებს შორის სარგებლობს. მაგალითად, “როსტელეკომი”, რომლის მეპატრონედ Kონსტანტინ მალოფეევი ითვლებოდა, აღმოჩნდა კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული კომოპანიის Universal Telecom Investment Strategies Fund SPC-ის საკუთრებაში, რომელიც თავის მხრივ “გაზპრომბანკის” კონტროლის ქვეშაა. ეს ფაქტი ლონდონის უზენაესი სასამართლოს დოკუმენტებიდან გახდა ცნობილი, როდესაც იგი განიხილავდა დავას მალოფეევსა და “ვითიბის” შორის. კაიმანზევეა რეგისტრირებული ბევრი სხვა ფონდები, რომელთა აქტივებში სხვადასხვა რუსული კომპანიები შედის.
წერილიდან ირკვევა, რომ კუნძულების ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს მონაცემთა ბაზის შექმნას ადგილობრივი ჰეჯ-ფონდების შესახებ, რაც ასევე გულისხმობს ფონდების დირექტორების და მათი კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий