მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ქართულ საფინანსო სივრცეში
2006 წელს გამოჩნდა, როცა 2006 წლის 18 ივლისს მიღებული
იქნა კანონი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“. დღეისათვის მათი რაოდენობა უკვე
63 ერთეულს აღწევს, სექტორში 2013 წლის II კვარტლის მდგომარეობით 3239 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სერვისცენტრების
და ფილიალების რაოდენობა 255-ია. მიკროსაფინანსო სექტორის მიერ მიმდინარე წლის II კვარტლის მდგომარეობით გაცემულია
318 887 სესხი, რომლის ჯამური მოცულობა
611 190 963 ლარი, სექტორის მთლიანი აქტივების მოცულობა 808 465 654 ლარია,
ხოლო ჯამური კაპიტალი 204 339 452 ლარი.
четверг, 29 мая 2014 г.
საგარეო ვალი - რამდენად საგანგაშოა ვითარება
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის მოცულობა 2013 წლის
31 მარტის მდგომარეობით 13.362 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფოს
ვალი (ეროვნული ბანკის საგარეო ვალის ჩათვლით) 4.728 მილიარდი დოლარია, ხოლო დარჩენილი
8.634 მილიარდი კორპორატიული სექტორის საგარეო ვალია. აღსანიშნავია, რომ 2006 წლიდან
დღემდე საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 3.5-ჯერ გაიზარდა, ხოლო, უშუალოდ კორპორატიული
სექტორის საგარეო ვალის ზრდის ტემპმა 418% შეადგინა, ანუ გაოთხმაგდა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)