ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის
75% 2006-2012 წლებში იქნა აღებული
ლარის
კურსი - ფრაზა, რომელსაც პროფესიის მიუხედავად ყველა ყველაზე ხშირად ახსენებს. თუმცა,
როდესაც ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან
მიმართებაში 20%-ზე მეტად იცვლება და როდესაც მკვეთრი ცვლილებები რამდენიმე დღეში ხდება,
ამგვარი დაინტერესება და საკითხის ამგვარი აქტუალობა სრულიად ბუნებრივია.
ყველაზე
ხშირად ლარის კურსის ცვლილების მიზეზებზე და პროგნოზებზეა საუბარი. თუმცა ორივე ამ
მიმართულებით ბუნდოვანება საკმაოდ დიდია. გამომდინარე იქედან, რომ ლარის დოლართან მიმართებაში
დაცემის უამრაი მიზეზი სახელდება, რომლებიც ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რთულია
ერთმნიშვნელოვნი პასუხის გაცემა, თუ რამ გააუფასურა ლარი. არანაკლები ბუნდოვანებაა
პროგნოზების მიმართულებითაც, კურსის პროგნოზირებას ახალი სტატისტიკა ჭირდება, საგადასახდელო
ბალანსის უახლესი სტატისტიკა, რომელიც ლარის კურსის ცვლილების ფუნდამენტურ ფაქტორების
გაანალიზების საშუალებას იძლევა, ჯერ მხოლოდ გასული წლის მესამე კვარტალის სურათს ასახავს.