მანიები, როგორც კრიზისების მაპროვოცირებელი ძალები
"ტიტების კრიზისიდან" აშშ–ს იპოთეკურ კრიზისამდე
მსოფლიოს დიდი მასშტაბის რამდენიმე კრიზისი ახსოვს. თავიანთი ფორმით, ხანგრძლივობით და სხვადასხვა მახასიათებლებით ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა არსობრივად თითოეული მათგანის წარმოშობის მიზეზი ერთიდაიგივეა. ეს არის მანია – აქტიური მიდრეკილება რაიმე საგნის ან მოვლენის მიმართ. ეკონომიკური ტერმინებით თუ ვიმსჯელებთ, მაღალი მოთხოვნა რაიმე პროდუქტზე. ერთის მხრივ პარადოქსულად ჟღერს – როგორ შეიძლება მაღალმა მოთხოვნამ რაიმე პროდუქტზე მიგვიყვანოს ჩავარდნამდე? ასეც არის, მაღალი მოთხოვნის პირობებში ბაზრები როგორც წესი სწრაფად ვითარდებიან, იზრდება ფასები და ა.შ. ეს აჩენს სტიმულს ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოსაჩენად.